* * *
14 Jul 2011 Leave a Comment
in *სიყვარული*
მეთნაცხოვრე მზისებრ სხივებში
და მესხეულე თვით ვარსკვლავებში
მემეორენახევრე ცხოვრების წამებში
მეაზრე გამუდმებულ ფიქრებში
მემუზე დასაწერ ლექსებში
მეგულე სიყვარულისთვის ჩემ გულში
მესულე სევდისფერ ჩემ სულში
მე”შენ”ე საკუთრ სხეულში
მემეგობრე მარტოდ დარჩენილ ფიქრებში
მეიმედე უიმედოობაში
მელაპარაკე ჩემს დუმილში
მეღვთისმეტყველე ჩემ უღვთოობაში
მებავშვე დამღლელ დიდობაში
მესიყვარულე უსიყვარულობაში
მეგიჟე გონდაკარგულ სიჭკვიანეში
განმიშენგულე ჩემს უგულობაში!
* * *
14 Jul 2011 Leave a Comment
in *სიყვარული*, *სიცოცხლე*, *წვეთი პოეზიისა*
ეჰ მამაო სული დამეფერფლა
იქნებ გულში შემოიჭრა ერთობ
იქნებ ჰპოვო დაღალული სევდა
და ფიქრები ჩემი განმიქარწყლო.
ეჰ მამაო გული დამესერა
გაზაფხულის სურნელს ვეღარა სცნობს
გთხოვ მამაო მაპატიე სევდა
დაღლილ სულში ქრისტე მაინც ხარობს.
გთხოვ უფალო შენ იყავი ჩემთან
ნუ დამტოვებ ასე დაღლილს….მათოვს
ფიქრთა უსაშველო სევდა
და ეს სევდაც გამოიღებს ნაყოფს!
მღვდლისფერი სევდა
28 Jun 2011 Leave a Comment
in *სამყარო*, *წვეთი პოეზიისა*
ჩამოაფარეთ სევდას თვალები
დაფარეთ ტკივილი მღვდლისფერი სამოსით
არ გინდათ მამაო შეიშრეთ ცრემლები
ლოცვაში ჩაკალით ეგ მწვავე წუხილი.
დამალეთ მამაო თვალები სევდისფერი
დამალეთ ცრემლი, დამალეთ სევდა
ოჰ, რამხელაა წუხილი მღვდელის
და ამ ტკივილებს ცრემლიც ხომ სდევდა.
შორია ზეცა, ახლოა ქრისტე!
ჯვარის ზიდვაში ის თუ გიშველით
თვალებში მოსჩანს სამყაროს სივრცე
და ამ სივრცეში სული შიშველი.
თოვლიან ბილიკს შავი ლანდი გასდევს
კაბით შეიმოსა მწუხარე თვალები
თუმცა ეს თვალები ქრისტეთი ღელავენ
სევდადამალულებს გაეღოთ სარკმელი.
მამაო დამალეთ ღიმილში სევდა
და წვერ – ულვაშში, გულში ჩამარხეთ
რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ თქვას
მლოცველთა დარდი თუ როგორ ატარეთ.
და ასე ლაღი მისდევთ თეთრ ბილიკს
ქრისტესკენ მიუყვებით მტკიცედ აღმართებს
გოლგოთას თვზე გხვდებათ მაცხოვარი
და ჯვარზე გააკრავს თქვენს მტანჯველ ვარამებს.
27.06.11
ტკივილი
06 May 2011 Leave a Comment
in *სიყვარული*
მინდა შეგადარო უღრუბლო ზეცას
და ჩემს თვალებში კვლავ ვიხილო შენი თვალები
მე ამ თვალებში ცხოვრების ბორბალს
დაველოდები თუ გადამივლის
იარა ჩემი მოუშუშებელ ტკივილებს მიწვრთის
ნანატრ ფიქრებში ზღაპრად ასხმულ ოცნებებს ველი
მე თუ მაოცებს ამ სამყაროს გაწვრთნილი ხელი
მე დედამიწის გულისფეთქვაც კი ამათრთოლებს.
ნუ შემადარებ მე სპეტაკად ქცეულ არსებას
მე ჩემ თალებში ამღვრეული ფიქრი ავტვირთე
და ველი ახლა რომ ცხოვრების უგვანო ყოფამ
გამომიტანოს განაჩენი ან საუკუნე
ათრთოლებულ ფიქრებს წამილეკს.
ეს გულის ცემა ნაბიჯ-ნაბიჯ მიწვრილებს ნერვებს
შენ კი უღრუბლო ზეცას გიგავს თვალების სევდა
მუდამ ამღვრეულ შენს თვალებში ცრემლი ვიხილე
ცრემლში სამყაროს ტკივილები ამოვიკითხე
მე დარცხვენილმა შენს თვალს თვალი ვერ გავუსწორე
თვალში ჩმდგარი შენი სულის სიცოცხლეს ვფიცავ
უსულდგმულოა ჩემი გული თუ არ მიყვარხარ!
16.09.2010
შეშლა
06 May 2011 1 Comment
in *სიყვარული*
თურმე მყვარებიხარ სულის გაგიჟებით
მთვარისფერ ოცნებით და მზისებრ გაბრწყინებით
ელვარე აპრილით, მარტისფერ წამებით
ვარდისფერ მაისით და მდუმარე განცდებით!
დამილოცე დღეს ოცნებების ცა
დაგიმღერებ მე გაზაფხულის ჰანგს
გიწილადებ მე ღიმილიან ზღვას
მომეხვიე დღეს, არ ვიქნები ხვალ. . .
ნუ გამიშვებ ხელს, შენი გული მწვავს
ავფრინდები მე ვარსკვლავებში კვლავ,
მოგიყვები მე სიცოცხლისფერ ჰანგს
მე ვიქცევი დღეს, შენი გულის ხმად.
ფიქრიანი ზღვა, ოცნებების მზე,
მელნისფერი ცა, სიყვარულის დღე
ავფრინდები ცად, შევიშლები მე
შენი გული წვავს, ჩემი გულის ფერფლს!
05.05.2011
* * *
26 Apr 2011 Leave a Comment
in *სიყვარული*
ცაში აგაფრენ და ვარსკვლავს შეგადარებ
მზის სხივს მოვწყვეტ და ტანზე შემოგახვევ
გულანთებული ზღაპრად გაელვარებ
უსასრულობისთვის გაგიმეტებ.
გაზაფხულივით ავცანცარდი
ჩემს ტკბილ მოგონებად გადაგაქცევ,
მე მიყვარს შენუ უძირო ფიქრი
ჩვენი ფიქრების გაბაასება
ჩვენი სიტყვების ბგერით თამაში
და გულში გრდძნობის გაათკეცება.
უსასრულობავ მომინდია შენთვის ეს ტრფობა,
მარადისობას შევეხიზნე დიდი ხანია
სიყვარულისთვის გავიმეტე თავი ეულად
და მარტოობამ ჩემი გრძნობის ფიქრია არია
23.06.2010
* * *
26 Apr 2011 Leave a Comment
in *სიყვარული*
სიტყვით აღუწერელ სიყვარულს ვეთაყვანე
ბავშვური ღიმილი თან დამაქვს,
ისე მომენატრე, ისე შეგიგრძენი
გულის სიმები ჩამწყდა.
აღვირახსნილია სიყვარული
თავის კანონებს იცავს,
მომენატრები და სულში ჩაგიკრავ
სხვა ოცნებები არ მაქვს.
ასე ფიქრი ფიქრით გიახლოვებ
ჩემს გულთან მოხვალ ალბათ
რომ მომენატრები მოგეკვრები
შენს გულს მივენდობი მარად!
23.05.2010
* * *
26 Apr 2011 1 Comment
in *სიყვარული*
სიტყვებად დაგიწერ უაზრო სტრიქონებს,
შევყურებ ფიქრებით დანისლულ ყვავილებს,
არ ვჩივი თუკი რომ ფიქრები წამიღებს
და ოცნებებში დავითვლი სტრიქონებს.
ავმღერდი და გულიც სიყვარულს უმღერის,
მერე რა ახლა თუ არავინ არ მათბობს,
მე მთელ სამყაროში მცირედი დავრჩები
და ჩემში ვიპოვი მე მთელ სამყაროს.
მე ამ სამყაროში პატარა ობოლი
მარცვლად ავედევნე ქუჩის შუშაბანდებს,
მივყვები ბილიკებს სადამდეც წამიყვანს
არ ვიცი ოცნება ცაში თუ ამაფრენს,
და მერე ჩემამდე შენს ბილიკს მოვიყვან.
2010.
* * *
26 Apr 2011 Leave a Comment
in *გრანელი*
მივილტვი ცისკენ
სხვა სავალი არსად მაქვს გზები,
ჩემი გონება გადაჰყურებს უცნობ არეალს,
მარტოობას გრძნობს ჩემი სული
ეძებს სიმართლეს,
არა, სიმართლეს ქვეყანაზე აზრი არა აქვს.
მე ვეძებ მხოლოდ ერთადერთს და ჭეშმარეიტებას,
ვეძებ ბილიკებს უფლლისკენ სავალს.
ვეპოტინები მე აქა-იქ გამოჩენილ გზას
და იმედია გზა ტაძრამდე უცვლელად წავა.
2010.აპრილი
გადახვეწილნი
26 Apr 2011 Leave a Comment
in *სამშობლო*
ზეცისკენ მიჰქრის ოცნება ყველა
გაზაფხულს ვუთმობ ჩემს ფიქრთა არეს,
ეს სიმარტოვე ამად თუ ღირდა,
რომ ჩემი გული წაეღო მთავრეს.
შეახალისა ოცნებამ ფიქრი
და ახლა მივხვდი გზების სიშორეს,
შენ მოსვლა მხოლოდ იმიტომ გიჭირს
გადაეჩვიე გულის აკორდებს.
დღეს შენი გული სხვაგვარად მღერის
გადაყოლია ზრახვათა გეგმვას,
და დაგავიწყდა გადაღმა მხარეს
სამშობლო შენი დატოვე კენტად!
აჰა, უსმინე მიწა ეძახის
ევროპის სიმით გაჟღენთილ სმენას,
შორიდან გიცქერს ბავშვობა შენი
გალაღებულ გულს მოჰფენს რა სევდას.
გადაიარე მთები და ველი
ვერსად იგემე სიცოცხლის გემო,
გამოიფიტა გონება შენი
ქვეყნად სიმართლეს ვეღარ შეეხო.
ბევრი ვარამის ჭირის მნახველი
გადახვეწილხარ, საზღვრებს გამცდარხარ,
თითქოს იარა მოვიშუშეო,
უფრო უარესს სვე-ბედს შეყრილხარ.
დაგაკლდა მშობელ დედის ალერსი,
შენი შვილისთის თმების დავარცხნა,
დაგაკლდა დლით შინიდან გასულს
ალერსიანი მეუღლის სიტყვა.
ღმერთი გფარავდეთ შინიდან გასულთ,
დაე, ინებოთ კვლავ დაბრუნება!
11.04.2010


